რომელ ქვეყნებში წახვალთ მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებით ოქტომბრის თვეში

რომელ ქვეყნებში წახვალთ მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებით ოქტომბრის თვეში

“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ” “თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან” შესასრულებელი სამგზავრო რეისების ოქტომბრის თვის განრიგი გამოაქვეყნა.

31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან 72 საავიაციო რეისი შესრულდება, აქედან 44 ორმხრივი, 28 – ცალმხრივი რეისი იქნება, რომელიც მგზავრებს მხოლოდ საქართველოდან გადაიყვანს, უკან დაბრუნებას კი მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით, სტამბოლის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და Turkish Airlines შეასრულებენ. კიევის მიმართულებით გაფრენა SkyUp Airlines -ით და YanAir Airlines -ით იქნება შესაძლებელი. მინსკში ჩარტერულ რეისებს Belavia, ხოლო ვარშავაში LOT Polish Airlines უზრუნველყოფს. მილანის მიმართულებით ცალმხრივი ფრენა MyWay Airlines -ის მეშვეობით, ბერგამოს აეროპორტისკენ, მხოლოდ 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ასევე, მგზავრებს ცალმხრივად გადაიყვანს ავიაკომპანია Qatar Airways კატარის დედაქალაქ დოჰაში და SCAT Airlines ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით.

იაფი ავიაბილეთები


ცალმხრივი რეისების სიაშია 5 დიდი ქალაქი – მილანი, ვარშავა, სტამბოლი, კიევი და მინსკი.

თავის მხრივ, ორმხრივი ავიარეისები შესრულდება რიგის, ბერლინის, მიუნხენის, ამსტერდამის, პარიზისა და ვენის მიმართულებით.

შეგახენებთ, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდა – მგზავრები ქვეყანაში რიგიდან ჩამოვიდნენ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link