ავიაკომპანია Myway Airlines ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც aviabiletebi.info უცვლელად გთავაზობთ:
ბარესლონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
თბილისი-ბარსელონა-თბილისის სარეპატრიაციო რეისს ავიაკომპანია Myway Airlines -ი შეასრულებს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ფრენა 15 ივლისს განხორციელდება.
იაფი ავიაბილეთები
თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00;
ბარსელობა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25;
ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines -ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.