მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება.
ამის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.
ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ შემდეგი განრიგით განხორციელდება: მიუნხენი – თბილისის მიმართულებით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი – მიუნხენის მიმართულებით – ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
იაფი ავიაბილეთები
საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უხსნის.