COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa -მ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა.
პირველი რეგულარული ფრენა 3 აგვისტოს შესრულდა და Lufthansa -მ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia -ს ინფორმაციით, Lufthansa -ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.
აეროპორტში მოსულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.
იაფი ავიაბილეთები
ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
✔️ მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
✔️ თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
Aviabiletebi.info დაინტერესდა Lufthansa -ს ავიაბილეთები ს ფასებით და თბილისი მიუნხენის 10 აგვისტოს რეისზე მოიძია პირდაპირი რეისის ბილეთი, რომელიც ერთი მიმართულებით 3000 ლარაზე მეტი ღირს.