Lufthansa ფრენებს ივნისიდან 80 თვითმფრინავის დამატებით განაახლებს

Lufthansa ფრენებს ივნისიდან 80 თვითმფრინავის დამატებით განაახლებს

მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ ივნისიდან ფრენებს 80 თვითმფრინავის დამატებით განაახლებს, რომ შეძლოს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Lufthansa, რომლის გუნდშიც Swiss International AirLines and Austrian Airlines-იც შედის, აღნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვის დაკმაყოფილება, მას შემდეგ, რაც გერმანიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწო.

“ჩვენ ვგრძნობთ, თუ რამხელა სურვილი აქვს მომხმარებლს მოგზაურობის. რესტორნები და სასტუმროები ნელ-ნელა იხსნება და სტუმრობებიც მეგობრების თუ ნათესვების მოსანახულებლად ნებადართული ხდება”, – განაცხადა ჰარი ჰომეშტაიერმა, Lufthansa-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

იაფი ავიაბილეთები


80 თვითმფრინავის დამამტებით, Lufthansa Group ოპერირებას განაახლებს ჯამში, 160 თვითმფრინავით.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa-ს 2019 წლის ბოლოს 763 თვითმფრინავი ჰყავდა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link