კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებენ, ისინი სპეც.რეისით დაბრუნდებიან

კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებენ, ისინი სპეც.რეისით დაბრუნდებიან

კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, ავიაკომპანია Georgian Airways -ის სპეცრეისით 30 ივლისს განხორციელდება.

“სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით (კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით) შედგება 30 ივლისს. რეისს შეასრულებს ავიაკომპანია Georgian Airways -ი .

გამგზავრების დრო: 13:00 საათი (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 საათი (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 საათზე.

იაფი ავიაბილეთები


თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ-იანი ხელბარგის წაღების უფლება.

საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს”, – განმარტავენ კვიპროსში საქართველოს საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის სპეცრეისი 21 ივლისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა თარიღმა გარკვეული მიზეზების გამო 7 დღით გადაიწია.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap