Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით იწყებს რეისების შესრულებას

Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულებით იწყებს რეისების შესრულებას

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ Facebook გვერდზე დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair ამატებს ფრენებს მემინგენის მიმართულებით. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“მემინგენის ულამაზეს ქუჩებში გასეირნებისას, თვალწინ ნამდვილი პეიზაჟები გადაგეშლებათ. ეს ქალაქი გერმანიის ისტორიას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და ამ ქვეყნით კიდევ უფრო მეტად დაგაინტერესებთ.
ისტორიული და კულტურული სანახაობებით სავსე ქალაქში, პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 4 ივლისიდან, ყოველ კვირას სრულდება.
ქუთაისიდან მემინგენის მიმართულებით და პირიქით, სასურველი თარიღის მიხედვით ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://wizzair.com/ka-ge#/” , – ნათქვამია განცხადებაში.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap