თარიღი ცნობილია: ქუთაისი-რიგის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენა განახლდება

თარიღი ცნობილია: ქუთაისი-რიგის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ფრენა განახლდება

ავიაკომპანია Wizzair პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ავიარეისებს განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე, რიგის მიმართულებით კვირაში ერთი რეისი შესრულდება.

„დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, ასევე, ჩვენი ეროვნული გადამზიდისთვის. ასევე, დღეს გადავწყვიტეთ, პირველი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება ავიაკომპანია „ვიზეარი“. ეს ჯერ არ იქნება ისეთი თამამი გადაწყვეტილება, – ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap