საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ოფიციალურ Facebook გვერდზე ქუთაისი ათენის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქუთაისი – ათენის მგზავრთა საყურადღებოდ 📢
👉 საბერძნეთის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, სავალდებულოა, მგზავრებმა გამგზავრებამდე შეავსონ სპეციალური ელექტრონული PLF ფორმა ვებგვერდზე: https://travel.gov.gr
იაფი ავიაბილეთები
ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გამოიგზავნება თქვენს ელ.ფოსტაზე, რომელსაც ავიარეისის შესრულებამდე წარადგენთ❗”, – ნათქვამია განცხადებაში