სამინისტროს განცხადება: რა პირობით შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება და დაბრუნება

სამინისტროს განცხადება: რა პირობით შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება და დაბრუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ Facebook გვერდზე საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველთათვის აქვეყნებს ინფორმაციას ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, aviabiletebi.info განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება და ექვემდებარება ტესტირებას ან/და 14-დღიან თვითიზოლაციას, ან კარანტინის გავლას მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

იაფი ავიაბილეთები


ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის 🇩🇪 გერმანია, 🇫🇷საფრანგეთი, 🇪🇪 ესტონეთი, 🇱🇹 ლიეტუვასა და 🇱🇻ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

🔴 იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

🤝 საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

🔎 სრული ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ბმული: http://e.gov.ge/lfYuT “, – ნათქვამია განცხადებაში.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link