უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines -ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე მორიგ სპეც.რეისს განახორციელებს. ივლისში მეორე სპეცრეისი 23 ივლისს შესრულდება.
“ჩვენ ისევ გიბრუნდებით შეპირებული სპეციალური რეისით:
სპეციალური რეისი თბილისი-კიევი საუკეთესო ფასად ‼️ SkyUp Airlines
იაფი ავიაბილეთები
მიმართულება:
თბილისი-კიევი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
+995 32 2 999 888
mail: [email protected]”, აცხადებენ SkyUp Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, კომპანია “ავიაქსელში”.
აღსანიშნავია, რომ ივლისში SkyUp Airlines -ის პირველი სპეცრეისი 16 ივლისისთვისაა ჩანიშნული. ორივე რეისზე ბილეთები მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე იყიდება.
ბილეთების შეძენამდე აუცილებლად გაეცანით საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს. ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებებში.
შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines -მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 2 სპეცრეისი განახორციელა და უკრაინისა და საქარველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.