You are currently viewing კიდევ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას

კიდევ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას

საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.

ლევან სიმონიშვილის თქმით, ამ სიას მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება.

„გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

იაფი ავიაბილეთები


გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს სულ მალე ევროპის კიდევ რამდენიმე წევრი ქვეყანა დაემატება. სულ მალე. დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება ცნობილი.” – წერს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სიმონიშვილი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.