მალე საქართველოდან პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

მალე საქართველოდან პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია აირ ჯორჯია უახლოეს პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორ – AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავს ჩამოიყვანს. როგორც ქართულ ავიაკომპანიაში აცხადებენ, თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი.

ავიაკომპანია აღნიშნული თვითმფრინავებით რეისების განხორციელებას ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით გეგმავს.

აირ ჯორჯიას დამფუძნებელი, გიორგი კოდუა აცხადებს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენებზე ნებართვის მისაღებად უკვე მიმართეს, საიდანაც პასუხს, დაახლოებით ორ თვეში ელოდებიან. გიორგი კოდუას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან მოლაპარაკებები ისევ გრძელდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ქართული დაბალბიუჯეტანი ავიაკომპანია, რომელიც კონკურენციას WizzAir -ს გაუწევს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „აირ ჯორჯიას“ WizzAir -ის მსგავს პირობებში არ ჩააყენებს, კომპანია ფრენებს თბილისიდან ჩვეულებრივი ფასებით გააგრძელებს.

იაფი ავიაბილეთები


ავიაკომპანია რეისების განხორციელებას 2021 წლიდან აპირებს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link