საქართველოში პოლონეთის ავიახაზების LOT -ის გაყიდვების ოფიციალური პარტნიორი საქართველოში – LOT Travel LTD – Georgia ოფიციალურ Facebook გვერდზე პოლონეთში გამგზავრების მსურველთათვის განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:
“ძვირფასო მგზავრებო,
მოგესალმებით და გვინდა გაცნობოთ რომ 14 ოქტომრის შემდეგ 27 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეები რომლებიც გეგმავენ მგზავრობას პოლონეთის მიმართულებით ვალდებულნი არიან გაიარონ ათ დღიანი სავალდებულო კარანტინი პოლონეთში.
იაფი ავიაბილეთები
✈️მგზავრის მიერ ივსება სადეკლარაციო ანკეტა ვარშავაში ჩაფრენამდე სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კარანტინის გავლის მისამართი.
იმავე მისამართს ჩაინიშნავს სასაზღვრო კონტროლი ვარშავაში მგზავრის შემდგომი შემოწმების მიზნით.
✈️მგზავრებმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეავსონ ანკეტაში მოთხოვნილი პუნქტები.
✈️საკარანტინე ვადის ათვლა იწყება ჩაფრენიდან მეორე დღეს.
ლოტ პოლონეთის ავიახაზები და ლოტ თრეველი გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას!”, – ნათქვამია განცხადებაში.