იტალიაში მყოფთა საყურადღებოდ – მთავრობის ახალი დადგენილება

იტალიაში მყოფთა საყურადღებოდ – მთავრობის ახალი დადგენილება

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა ახალი ბრძანებულება, რომელიც იტალიაში მუშაობის დაწყება- გაგრძელების პროცედურულ რეგულაციებს განმარტავს. ინფორმაციას ამის შესახებ emigrantebi.org ავრცელებს.

როგორც ახალ დოკუმენტშია აღნიშნული იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე იწყებს მუშაობას პრეფექტურაში დაბარებამდე, დამსაქმებელმა მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა გაიაროს კონსულტაცია შესაბამის დაწესებულებასთან, სადაც შესაძლებელია კონტრაქტის გაფორმება ან/ და კავშირი INPS -სთან.
აუცილებელია წარადგინოს საგადასახადო ფისკალური კოდი(თუნდაც დროებითი ვადით შექმნილი) და ნებისმიერი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. მისი დროებით არქონის შემთხვევაში,შესაძლებელია მიეთითოს პუბქტი ,,ბინადრობის მოწმობის მოლოდინში.”

რაც შეეხება ფორსმაჟორის გამო (მაგალითად დამსაქმებლის გარდაცვალება ან დამსაქმებელი კომპანიის გაკოტრება ) სამუშაოს შეწყვეტის შემთხვევას დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა კვლავ გააგრძელოს საქმიანობა , მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია დასაქმდეს გარდაცვლილი დამსაქმებლის ოჯახის წევრის მიერ წარდგენილი ახალი მოთხოვნით და შეინარჩუნოს ბინადრობის უფლება.

იაფი ავიაბილეთები


ახალი რეგულაციის თანახმად დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ყავდეს არაუმეტეს სამი დამსაქმებელი, საათების რაოდენობის გადანაწილების შესაბამისად თუ თვიური ხელფასი, ერთ დამსაქმებელთან არანაკლებ 458.83 ევროს შეადგენს, რითაც დაადასტურებს, შიდა სექტორში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობას.

იხილეთ სრულად..

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap