იტალია Ryanair -ს ქვეყანაში ფრენების შეზღუდვით, ან მთლიანად შეჩერებით ემუქრება

იტალია Ryanair -ს ქვეყანაში ფრენების შეზღუდვით, ან მთლიანად შეჩერებით ემუქრება

იტალიის საავიაციო ხელისუფლება ENAC ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair -ს იტალიაში ფრენების შეზღუდვით, ან მთლიანად შეჩერებით ემუქრება.

რეგულატორი “ლოუკოსტერს” ბრალს დებს იმაში, რომ ავიაკომპანია თვითმფრინავების ბორტებზე სისტემატიურად არ იცავს იტალიის მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ ნორმებს.

ENAC-მა Ryanair -ს და ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებას არსებული დარღვევებისა და შესაძლო სანქციების შესახებ უკვე აცნობა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც შესალოა რეგულატორმა აამოქმედოს, ითვისწინებს იმას, რომ საჰაერო ხომალდის დატვირთულობა 50%-ს არ აღემატებოდეს.

იაფი ავიაბილეთები


თუ კი Ryanair -ის მიერ რეგულაციების დარღვევის ფაქტი ისევ გამოვლინდება, მაშინ ENAC უფლებამოსილი იქნება Ryanair-ს იტალიაში ფრენები მთლიანად შეუჩეროს და ავიაკომპანიას მგზავრებისთვის ალტერნატიული რეისების შეთავაზება დაავალდებულოს.

Ryanair -ში კი პასუხად განაცხადეს, რომ ENAC-ის ბრალდებები არაკორექტულია და ავიაკომპანია არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს და ითვალისწინებს.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap