ისრაელში საქართველოს საელჩო ამ ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.
საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, გაითვალისწინონ, რომ დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები.
იაფი ავიაბილეთები
რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს.
ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსის 30 162 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 332 ადამიანი გარდაიცვალა.