You are currently viewing საქართველომ ისრაელიდან ტურისტების მიღება გადადო

საქართველომ ისრაელიდან ტურისტების მიღება გადადო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის ამუშავება დამოკიდებულია პარტნიორი ქვეყნების ეპიდვითარებაზე. მთავრობის მეთაურმა მაგალითად ისრაელი მოიყვანა, საიდანაც ტურისტების შემოსვლა გადაიდო.

„ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელში ეპიდმდგომარეობა გართულდა. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი დროებით უნდა გადავდოთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება. ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, – განაცხადა გახარიამ.

1-ლი ივლისიდან, საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

იაფი ავიაბილეთები