You are currently viewing ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო განცხადებას ავრცელებს

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების გამო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა: ყოველ კვირაში, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, საპარიკმახერო, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები; აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულილა შეკვეთის სერვისით სარგებლობა.

იაფი ავიაბილეთები


ამასთან, დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები; სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება; დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი;
მომდევნო კვირის პარასევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელში ყოველი კვირის ბოლოს კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.