ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 1 977 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 1 977 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 977 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსის 54 663 შემთხვევა გამოვლინდა, 22 920 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 430 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap