სოციალურ ქსელში, მომხმარებელი Teona Kasareli ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
როგორ შევამოწმოთ ლეგალიზაციაზე გაგზავნილი პრაქტიკა, თუ რომელ ბიუროკრატიულ საფეხურზეა:
ქვემოთ მითიტებულ საიტზე QUESTURE.POLIZIADISTATO.IT ( შეგიძლიათ ენა შეცვალოთ და გამოიყენოთ მაგ. ინგლისური ან რუსული) გადადით, გრძელ გრაფაში( numero pratica o assicura) ჩაწერეთ 12 ნომრიანი ალფანუმერული ციფრი (lo user Id ) რომელიც მითითებულია ფოსტის გზავნილზე ან თქვენი პრაქტიკის 10 ნომრიანი ციფრი, რომელიც მითითებულია ,,რიჩევუტაზე,, და გააგზავნეთ!
წინასწარ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ დიდი ნაწილი მიიღებთ პასუხს, რომ თქვენი პრაქტიკა დამუშავების ეტაპზეა.