საქართველოს ფოსტამ იტალიაში გზავნილები განაახლა

საქართველოს ფოსტამ იტალიაში გზავნილები განაახლა

საქართველოს ფოსტამ იტალიაში გზავნილები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია ფოსტის Facebook -ის გვერდზე გავრცელდა.

გზავნილები განახლდა შემდეგი მიმართულებებით: რეჯო-კალაბრია, რეჯო-ემილია, მონტოვა, ბოლონია, მოდენა და ბარი.

იაფი ავიაბილეთები


გარკვეული შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებდა. იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Share via
Copy link