Georgian Airways -მა რომი-თბილისის რეისზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

Georgian Airways -მა რომი-თბილისის რეისზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე რომი-თბილისის რეისის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ავიაკომპანია Georgian Airways -ი ავრცელებს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრები, რომლებმაც ბილეთები დიდი ხნის წინ შეიძინეს, მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს უნდა დაუკავშირდნენ.

„დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე, გაიხსნა გაყიდვები რომის რეისისთვის! დიდი მოთხოვნის გამო ადგილები კვლავ შეზღუდული. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდა შეძენილი ბილეთები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება! ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი: 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იაფი ავიაბილეთები


Share via
Copy link