საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცნობით, სამშობლოში დასაბრუნებელი ავიბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე იყიდება

საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ცნობით, სამშობლოში დასაბრუნებელი ავიბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე იყიდება

საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური ავიარეისი შესრულდება, თუმცა დიდმა ნაწილმა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა ვერ შეძლო.

საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მიის წარმომადგენლობა მათ მიმართ ყურადღებას არ იჩენს.

იაფი ავიაბილეთები


მათი განცხადებით, ვებგვერდზე გასაყიდი ბილეთები არ დადებულა და ისინი ბილეთების ე.წ. შავ ბაზარზე სამმაგ ფასად გასაღებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“საიტზე გასაყიდი ბილეთები არ დადებულა. საელჩო არ პასუხობდა ზარებს. შავ ბაზარზე იყიდება ბილეთები”- აცხადებენ ემიგრანტები.

შენიშვნა Aviabiletebi.info -ს ადმინისტრაციისგან – ჩვენ 3 სპეც.რეისზე ვცადეთ ავიაბილეთების შეძენა, ვეხმარებოდით ახლობლებს ტექნიკურად, მაგრამ ვერცერთ რეისზე ვერ მოვახერხეთ შეძენა. კონკრეტულად ბარსელონა – თბილისის სპეც.რეისზე ბილეთების გაყიდვა დაანონსებულზე 15 წუთით ადრე დაიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეუძლებელი იყო ბილეთის შეძენა, ყოველ ჯერზე ერთი და იმავე შეცდომას წერდა დაჯავშნის სისტემა, ყიდვის მცდელობების პარალელურად ვცდილობდით ავიაკომპანიასთან სატელეფონო დაკავშირებას, მაგრამ პასუხი არ იყო.
რამოდენიმე საათის შემდეგ, მოვახერხეთ ავიაკომპანიასთან დაკავშირება სოც.სელით, მათგან კი მივიღეთ პასუხი, რომ დიდი დატვირთვა მოდიოდა საიტზეც და დაჯავშნის განცალკევებულ სისტემაზეც გაყიდვის დროს, რის გამოც გარკვეული პერიოდი სერვისით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ჩვენ რა თქმა უნდა საიტზე ვიყავით ბილეთების გაყიდვის პირველი წამებიდან და დაახლოებით 3 საათი ვცდილობდით შეძენას, არანაირი დატვირთვა არ იყო საიტზე და არც რაიმე შეფერხება დაჯავშნის პროცესში, ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს რომ Georgian Airways -ი იყენებს არა თავის არამედ მსოფლიოში მათზე უფრო დიდი ავიაკომპანიების მიერ აღიარებულ სისტემას https://a9.symphony.aero/ დასკვნების გამოტანა მარტივია, ასეთი დაჯავშნის სისტემა რა თქმა უნდა გათვლილია დიდ დატვირთვაზე და ხარვეზების არსებობა მინიმუმადეა დაყვანილი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმატებს იმის შანსი რომ სპეც.რეისების უმეტესობაზე, ბილეთების შეძენის პროცესში ავიაკომპანიის მხრიდან ხდებოდა ხელოვნური მანიპულაციები, თუ ავიაკომპანია პირნათელია საქართველოს ათასობით მოქალაქესთან ვინც ცდილობდა ბილეთების კანონიერი გზებით ვითხოვთ Georgian Airways -მა წარმოადგინოს ვებ-გვერდზე შესაბამის თარიღების დატვირთვის სტატისტიკას, ჩვენ პარალელურად მოვითხოვეთ ოფიციალური მონაცემები symphony.aero -სგან.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოში ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სხვადასხვა ქვეყნიდან სპეცრეისით ხორციელდება.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link