Georgian Airways კიდევ ერთ ჩარტერულ რეისს განახორციელებს

Georgian Airways კიდევ ერთ ჩარტერულ რეისს განახორციელებს

ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია Georgian Airways -ი 11 აგვისტოს, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

➡ 11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი (გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30)

თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი.

იაფი ავიაბილეთები


ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link