საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:
“ინფორმაცია Georgian Airways -ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით
მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი აქვს ავიაკომპანია Georgian Airways -ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
იაფი ავიაბილეთები
• 21 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
• 28 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.”, – ნათქვამია განცხადებაში.