ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 1 ივისიდან რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, მის შესახებ ავიაკომპანია ინფორმაციას ავრცელებს ოფიციალურ Facebook გვერდზე, გთავაზობთ განცხადებას:
“1 ივლისიდან ჯორჯიან ეარვეისი რეგულარულ ფრენებს იწყებს! გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 31 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმელად გელით ბორტზე!”