გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საქართველოში არ შემოუშვეს

გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საქართველოში არ შემოუშვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებასა და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას mtavri.tv ავრცელებს.

გარდაცვლილის და, თინათინ აბჟანდაძე ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გამოუშვეს და საბერძნეთში მიაბრუნეს. აბჟანდაძის თქმითვე, ქალის პასპორტს ვადა აქვს გასული. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap