კორონავირუსის გამო თბილისიდან ფრენების ნაწილი გადაიდო

კორონავირუსის გამო თბილისიდან ფრენების ნაწილი გადაიდო

ავიაკომპანია Air Baltic -მა თბილისი-რიგის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები დეკემბრის თვეშიც გააუქმა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ამის გარდა, Georgian Airways -ი აღარ შეასრულებს 3, 10, 17, 31 დეკემბერს თბილისი-ვენა-თბილისის რეისებს, 4, 9, 11 დეკემბერს თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისებს და 4, 11 დეკემბერს თბილისი-პარიზი-თბილისის ფრენებს.

ნოემბრიდან მთავრობამ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ჯამში 14 მიმართულებაზე მოხსნა, ხოლო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ ქალაქებში რეგულარული ფრენის უფლება მისცა.

იაფი ავიაბილეთები


თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ევროპის ყველა ქვეყანამ საქართველოს შეზღუდვები დაუწესა, რის გამოც არაერთი ფრენა გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ფრენის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა.

ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap