2020 წელს FlyUIA-ს რეისების რაოდენობა 72%-ით შეუმცირდა

2020 წელს FlyUIA-ს რეისების რაოდენობა 72%-ით შეუმცირდა

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს – FlyUIA – COVID-19-ის ​პანდემიისა და საჰაერო მიმოსვლის დროებითი შეჩერების გამო, 2020 წელს რეისების რაოდენობა 72%-ით შეუმცირდა.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, “ლოქდაუნის” გამო FlyUIA-ს  სამუშაოების ოპტიმიზაცია მოუხდა: კომპანიამ 3-ჯერ შეამცირა ხარჯვითი ნაწილი, ავიაფლოტის ოპტიმიზაცია მოახდინა და პროპორციულად შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა. ირკვევა, რომ 2020 წელს FlyUIA-მ თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 1000-ით შეამცირა.

2020 წლის იანვარ-დეკემბერში FlyUIA-მ სულ 17 ათასამდე რეისი შეასრულა, რაც 72%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

იაფი ავიაბილეთები


2020 წელს FlyUIA 1 მლნ 787 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 4-ჯერ ნაკლებია 2019 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით.

2021 წელის აპრილიდან FlyUIA საკუთარი მარშრუტების 64%-ით აღდგენას (2019 წელთან შედარებით) გეგმავს. ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია 43 საერთაშორისო და 7 შიდა რეისზე ოპერირების განახლებას აპირებს.

 

წყარო: avianews.ge

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link