ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში საქართველოს მოქალქეების შესვლა აიკრძალა

ევროპის კიდევ ერთ ქვეყანაში საქართველოს მოქალქეების შესვლა აიკრძალა

ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო ე.წ „მწვანე“ ქვეყნების სიიდან. ცვლილება ძალაში შედის 1 ნოემბრის 00:00 საათიდან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეიზღუდა უვიზო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების შესვლა.

გამონაკლისით სარგებლობენ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მოქალაქეები:

იაფი ავიაბილეთები


• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას.

• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი ვიზის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შესვლის უფლებას, შესაბამისად, სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში.

მგზავრებმა ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/ და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე. მგზავრებს ქვეყანაში შემოსვლისას აეროპორტში უზომავენ სიცხეს, ხოლო სიცხის აღმოჩენის შემთხვევაში გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც სახელმწიფოს ხარჯზე უტარდება COVID-19-ზე ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი გადაყვანილი იქნება მის მიერ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მისამართზე, სადაც პაციენტი თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link