ევროპის 2 ქვეყანაში ჩასულ ქართველებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

ევროპის 2 ქვეყანაში ჩასულ ქართველებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მგზავრებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. ახალი შეზღუდვები ლატვიაში 19 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ხოლო ლიეტუვაში 21 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ორივე შემთხვევაში შეზღუდვები იმ ქვეყნებს დაუწესდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 25-ს აჭარბებს.

ლიეტუვის შემთხვევაში იზოლაციის პერიოდი 14 დღე, ხოლო ლატვიის შემთხვევაში 10 დღე იქნება.

იაფი ავიაბილეთები


„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14 -დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე,“-ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link