რა პირობით შეძლებთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას – 1-ელი ივლისიდან შენგენის ზონა იხსნება

რა პირობით შეძლებთ ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას – 1-ელი ივლისიდან შენგენის ზონა იხსნება

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან დაიწყება და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.

დღეს ევროკომისიამ დაასახელა ის პირობები, რომლის საფუძველზეც დაიშვება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობა.

იაფი ავიაბილეთები


თუ საქართველოს, ან ევროკავშირის რომელიმე არაწევრ ქვეყანას შენგენის ზონაში საკუთარი მოქალაქეების დაშვება სურს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

პირველრიგში, აუცილებელად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რამდენად მზად არის ამ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.

კიდევ ერთი კრიტერიუმი არის საზღვრების გახსნა ევროკავშირის მოქალაქეთათვის.

„თუ ჩვენ ვხსნით საზღვრებს, მაშინ ჩვენც ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაიხსნება საზღვრები. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც არის შენგენის ზონის წევრი“, – განაცხადა საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იონაჰსონმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ჩასვლა ამ ეტაპზე აკრძალულია, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

მიიღეთ მეტი ინფორაცია – მოიწონეთ გვერდი

Share via
Copy link