ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა.

✅ საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან:

იაფი ავიაბილეთები


🔵 საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად, იყო დროული.

🔵 ევროპის არცერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია პანდემიის პირობებში საქართველოსთან მიმართებაში.

🔵 საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი – შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

🔵 ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

🔵 საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს – რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს.

🔵 ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში – რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link