30 ივნისიდან ესპანეთი საზღვრის კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნას გეგმავს

30 ივნისიდან ესპანეთი საზღვრის კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გახსნას გეგმავს

30 ივნისიდან ესპანეთის საზღვრები იმ ქვეყნების ნაწილისთვის გაიხსნება, რომლებიც ევროკავშირის და შენგენის ზონაში არ შედიან. შესაბამისი განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვარი იმ სახელმწიფოებისთვის გაიხსნება, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.

21 ივნისს ესპანეთმა საერთაშორისო ტურისტების მიღება ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო. ერთადერთ გამონაკლისს პორტუგალია წარმოადგენს, რომელთანაც საზღვარი 1-ელ ივლისს გაიხსნება.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link