ნახეთ, რომელია მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები

ნახეთ, რომელია მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები

აშშ-ის ქალაქ ატლანტის ჰართსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად დასახელდა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (Airports Council International) მონაცემებით, გასულ წელს ატლანტის აეროპორტის მგზავრთნაკადი 3,3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

aviabiletebi

იაფი ავიაბილეთები


მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. მათივე ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული აეროპორტების სიის პირველი სამეული უცვლელი რჩება. მეორე ადგილზე პეკინის საერთაშორისო აეროპორტი „შოუდუ“, მესამეზე კი დუბაის საერთაშორისო აეროპორტი იმყოფება.

სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ატლანტის ჰართსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ჯორჯია, აშშ) – 107,4 მილიონი მგზავრი

2. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 101 მილიონი

3. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) – 89,1 მილიონი

4. ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (კალიფორნია, აშშ) – 87,5 მილიონი

5. ტოკიოს ჰანედას აეროპორტი (იაპონია) – 86,9 მილიონი

6. ჩიკაგოს ო’ჰარეს საერთაშორისო აეროპორტი (ილინოისი, აშშ) – 83,2 მილიონი

7. ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (გაერთიანებული სამეფო) – 80.1 მილიონი

8. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 74,5 მილიონი

9. შანხაის პუდუნის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი) – 74 მილიონი

10. პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი (საფრანგეთი) – 72,2 მილიონი

იაფი ავიაბილეთები

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link