სამი ქვეყანა, სადაც ქართველებს ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ

სამი ქვეყანა, სადაც ქართველებს ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, არის საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია. ასევე, ისრაელი.

ამ ინიციატივის შესახებ, მიმდინარე წლის აპრილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ ჩვენთან სამუშაო ადგილების ზრდასთან შესატყვისობაში დასაქმება გაიზრდება, თუმცა ამის აღიარება სირცხვილი არ არის და რამდენჯერმე მითქვამს, რომ ჩვენ არ გვყოფნის სამუშაო ადგილები და კიდევ წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე ღირსეულად დავასაქმოთ. მთელი მთავრობა ამაზე მუშაობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სასტუმროს დაჯავშნა