იტალიაში აღმოაჩინეს კუნძული, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა

იტალიაში აღმოაჩინეს კუნძული, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა

იტალიაში, კუნძულ ჯილიოს 800 მცხოვრებიდან კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაინფიცირებულა. ამის შესახებ fox news-ი იუწყება.

მეცნიერებმა, ამ ფაქტს ამოხსნა ვერ უპოვეს, რადგან მოსახლეობას აქვს კონტაქტი პორტის თანამშრომლებთან. კუნძულზე მხოლოდ ერთი ექიმია, რომელიც ამბობს, რომ კორონოვირუსის გარდა კუნძულზე სხვა ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა.

უცნაურია ისიც, რომ კუნძულზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჩასვლის ფაქტი დადასტურდა, თუმცა COVID-19-ით ჯილიოს მცხოვრებთაგან არავინ დაავადებულა.

იაფი ავიაბილეთები


კერძოდ, კუნძულზე თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის კაცი ჩავიდა, ახლობლის დაკრძალვას დაესწრო და როდესაც ქალაქში დაბრუნდა COVID-19-ით დაიღუპა.

რამდენიმე კვირის წინ, კუნძულზე, COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ სამი სტუმარი ჩავიდა. მათ შორის ერთი ადამიანი გერმანიიდან, რომელიც კუნძულის მოსახლეობასთან ურთიერთობდა და სამი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯილიოზე მცხოვრები 800 ადამიანიდან ტესტის ჩატარებას 723 ადამიანი დათანხმდა. ანტისხეულები მხოლოდ ერთ ადამიანს აღმოაჩნდა. მეცნიერები გეგმავენ ჩაატარნ კვლევა და დაადგინონ, რატომ არ ინფიცირდებიან კუნძულის მცხოვრებლები COVID-19-ით.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap