You are currently viewing საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 321–ს შეადგენს.

იაფი ავიაბილეთები


კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.