ჩარტერული რეისით ჩინეთიდან საქართველოში 500 ჩინელი მუშა ჩამოფრინდება

ჩარტერული რეისით ჩინეთიდან საქართველოში 500 ჩინელი მუშა ჩამოფრინდება

ჩინელი სპეციალისტები, რომლებიც მაგისტრალების მშენებლობაში ჩაერთვებიან საქართველოში ავიაკომპანია China Southern Airlines -ის ჩარტერული ავიარეისებით ჩამოვლენ. ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე China Southern Airlines -ი ​აგვისტოში სულ 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. რეისები 21, 23, 25 და 26 აგვისტოსაა ჩანიშნული.

ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები, სამუშაოებში ჩართვამდე, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს სრულად დაფარავენ კონტრაქტორი კომპანიები.

ჩინური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეტაპობრივად, 21, 23, 25 და 26 აგვისტოს ჩამოვლენ. საქართველოს საზღვარზე მათ PCR ტესტით შემოწმებას და საკარანტინე ზონაში გადაყვანას, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დაცვით, კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, პერსონალი განმეორებით გაივლის ტესტირებას და ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სულ, კარანტინის გავლა დაახლოებით 500 სპეციალისტს მოუწევს.

იაფი ავიაბილეთები


საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, ინფრასტრუქტურულ პროექტების განმახორციელებელმა ჩინურმა კომპანიებმა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხებისთვის საჭირო დაცვითი სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრეს.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები არ შეჩერებულა, ზოგიერთი მათგანის ტემპი სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მუშახელის არასაკმარისი რაოდენობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამუშაოს უფრო ეფექტურად წარმართვისთვის და მეტი პროგრესის მისაღწევად საჭირო გახდა დამატებითი კვალიფიცირებული პერსონალის ჩინეთიდან ჩამოყვანა.

საქართველოში, ბათუმის შემოვლითი გზისა და გრიგოლეთი-ქობულეთის პროექტებში უკვე ჩაერთნენ თურქი სპეციალისტები, რომლებმაც კარანტინი ყველა წესის დაცვით გაიარეს. ქართული მხარე ასევე განიხილავს სხვა კონტრაქტორი კომპანიების მოთხოვნებსაც, მიმდინარე საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სპეციალისტების მსგავსი პროცედურების დაცვით ჩამოყვანის შესაძლებლობის თაობაზე.

წყარო: avianews.ge

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap