ბელარუსული ავიაკომპანია Belavia ბელარუსი-საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
დაჯავშნე ავიაბილეთი
იაფი ავიაბილეთები
მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Belavia -ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა.
ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილის სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.