ბარსელონაში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო შეზღუდვები დაწესდა

ბარსელონაში კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო შეზღუდვები დაწესდა

ესპანეთში, ბარსელონაში COVID-19-ის აფეთქების გამო ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა El Periodico წერს.

გამოცემის ცნობით, ზომები ხელისუფლებამ დღეს გაამკაცრა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლიდან მსოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ. ახალი შეზღუდვები ძალაში რამდენიმე კვირა დარჩება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ალბა ვერჟესის განცხადებით, ქალაქში კოვიდინფიცირებულების რაოდენობამ მოიმატა და მათ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ბარსელონაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 293 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იაფი ავიაბილეთები


ესპანეთში 9 ივლისს სამედიცინო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩაში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით კატალონიაში 66 570 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 5 678 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap