საქართველოს საელჩოს განცხადება: ავსტრიაში შესვლის რეგულაციები მკაცრდება

საქართველოს საელჩოს განცხადება: ავსტრიაში შესვლის რეგულაციები მკაცრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ქეყანაში შემოსვლის რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული ახალი განკარგულების თანახმად, დღეიდან მაღალი რისკის ქვეყნებიდან მომავალმა მგზავრებმა (ჩამონათვალი იხ.თანდართულ ლინკზე) საზღვარზე შემოსვლისას უნდა წარადგინონ PCR-ტესტი, რომელიც გაცემულია წარდგენამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე ან მოექცნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციაში ყოფნის პირველი 48 საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ PCR-ტესტის შედეგები.

იაფი ავიაბილეთები


ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები იცვლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში შემოსვლის ნებართვა (ბინადრობის ნებართვის მქონე პირები), PCR-ტესტის წარდგენის მიუხედავად უნდა მოექცნენ 10 დღიან თვითიზოლაციაში, თუ ისინი არ მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე, ჰუმანიტარული მისიითა და სეზონური საქმიანობის მიზნით მომავალი პირები.

ძალაში რჩება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავსტრიის ტერიტორიის ტრანზიტული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაცია. კერძოდ, მგზავრებმა, რომლებსაც უწევთ ვენის აეროპორტში ტრანზიტული ზონის დატოვება, უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაცემული PCR-ტესტი და თან იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გამგზავრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, ძალაში რჩება გამონაკლისის სახით სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მომავალი მგზავრების ქვეყანაში დაშვება, თუ ისინი წარადგენენ აქტუალურ PCR-ტესტს და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას. აგრეთვე, კვლავ ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

აქვე შეგახსენებთ, რომ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნის მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა შეზღუდული რჩება 2020 წლის 30 სექტემბრამდე

ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe…

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, გამგზავრებამდე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს.

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:

☎️ +43 676 3259839 ან მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით: [email protected] “, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link