ავსტრია პირბადის ტარების წესებს კვლავ გაამკაცრებს

ავსტრია პირბადის ტარების წესებს კვლავ გაამკაცრებს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ ავსტრიის ხელისუფლებამ რეგულაციების გამკაცრება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters -ი ავრცელებს,

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, 24 ივლისიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება სუპერმარკეტებში, ბანკებსა და საფოსტო განყოფილებებში.

ამჟამად პირბადის ტარების მოთხოვნა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებზე ვრცელდება. ივლისის დასაწყისიდან ავსტრიაში ინფიცირებულთა დღიური რიცხვი საშუალოდ 100-ით იზრდება.

იაფი ავიაბილეთები


საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 19 827 შემთხვევაა გამოვლენილი. 710 პაციენტი გარდაიცვალა, 17 716 კი გამოჯანმრთელდა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap