კოლუმბიური ავიაკომპანია Avianca, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ ავიაკომპანიად ითვლება, კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრდა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში Avianca-ში ამჟამად 21 ათასი ადამიანია დასაქმებული. ამ ქვეყნების 90%-ში გადაადგილებაზე სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვებია დაწესებული.
„ჩვენი 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთული კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით“, – განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანკო ვან დერ ვერფმა.