ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს, გთავაზობთ უცვლელად:

“ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

იაფი ავიაბილეთები


საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას.”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link