თარიღები ცნობილია: როდის შესრულდება ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეისები

თარიღები ცნობილია: როდის შესრულდება ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეისები

მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 20 აგვისტო, ათენი – თბილისი (გამოფრენა 23:30, მოფრენა 03:20);
• 21 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა – 04:10 ჩაფრენა 06:05);

რეისი Airbus A 320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, 5 აგვისტოს მიენიჭა.

იაფი ავიაბილეთები


ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap