ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან სპეც.რეისი შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან სპეც.რეისი შესრულდება

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. 28 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. (მოფრენა – 15:10 საათზე, გაფრენა 0 15:40 საათზე).

სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ორივე მიმართულებით ყველა ბილეთია გაყიდულია. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://travel.gov.gr. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს.

იაფი ავიაბილეთები


მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap