ახალი წესები პოლონეთში გამგზავრების მსურველებისთვის

ახალი წესები პოლონეთში გამგზავრების მსურველებისთვის

გთავაზობთ პოლონეთში გამგზავრების მსურველებისთვის ქვეყანაში შესვლის განახლებულ წესებს.

პოლონეთში კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით.

იაფი ავიაბილეთები


პოლონეთში შესვლისათვის დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson). ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

12 წლამდე პირი თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან, თუ მშობელი წარადგენს აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით.

თვითიზოლაცია/კარანტინი

24 ივნისიდან, შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან კოვიდვაქცინის გარეშე შესული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯებით.

მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართისა (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ გაათავისუფლებს პირს კარანტინის ვალდებულებისგან.

10 დღიანი კარანტინის შემცირება შესაძლებელია მე-7 დღეს PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ჩატარების და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას.

ამასთან:

  • კარანტინს არ დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. (სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე);
  • თვითიზოლაციის ვალდებულებისგან აგრეთვე თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ოფიციალური დოკუმენტის/სამედიცინო ცნობის (ორიგინალი + თარგმანი პოლონურ ენაზე) წარდგენა, რომლითაც დასტურდება ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების გამო ჰოსპიტალიზაცია, ან თვითიზოლაცია.
  • კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ.

პოლონეთში სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქეები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს.

წინასწარი რეგისტრაცია

2021 წლის 17 ივლისიდან, პოლონეთში გამგზავრების ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა: https://aplikacje.gov.pl/app/klp/#/home

დამატებითი მოთხოვნები

თვითიზოლაციაში გადასული მოქალაქე ვალდებულია ჩამოტვირთოს აპლიკაცია სახელწოდებით “Kwarantanna domowa”.

ტრანზიტით გავლის პირობები

ტრანზიტული მიზნით შესვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი.

თუ შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნიდან შესული მგზავრი პოლონეთის ტერიტორიაზე არაუმეტეს 24 საათამდე ვადით ჩერდება და ხელზე აქვს მგზავრობის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ავიაბილეთი, რომლითაც დასტურდება რომ მგზავრი პოლონეთში ჩამოფრენიდან მაქსიმუმ 24 საათში ტოვებს ქვეყანას), მაშინ მოქალაქე თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან

დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული

წყარო – https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=2197 

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap