საქართველო Lufthansa-ს შემდეგ, რეგულარული ფრენებისთვის ცას კიდევ ერთ ავიაკომპანიას უხსნის

საქართველო Lufthansa-ს შემდეგ, რეგულარული ფრენებისთვის ცას კიდევ ერთ ავიაკომპანიას უხსნის

მთავრობა Lufthansa -ს შემდეგ, რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცას Air France-საც უხსნის. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, აგვისტოდან პარიზსა და თბილისს შორის რეისების განხორციელება დაიწყება. პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე Air France კვირაში ორი სიხშირით იფრენს.

“დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და დავუდასტურებთ Air France -ს, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თვითონ კომპანია განსაზღვრავს, მათ შეეძლებათ კვირაში ორი სიხშირით დაიწყონ შარლ დე გოლის პარიზის აეროპორტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია Air Baltic -თანაც თბილისსა და რიგას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

იაფი ავიაბილეთები


შეგახსენებთ, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა.

COVID-19-ის პანდემიამდე Air France ფრენებს 170 მიმართულებით ახორციელებდა. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა.

Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap